შპს „კვადრა კონსალტინგ საქართველო“

„კვადრა“ - თქვენი პარტნიორი ISO სისტემების დანერგვაში!

შპს „კვადრა კონსალტინგ ჰოლანდია“ 20 წელზე მეტია ნერგავს ISO მართვის სისტემების ფართო სპექტრს. წლების მანძილზე, „კვადრა“-ს სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტის ყველა შესაძლო კომბინაცია განუხორციელებია მართვის ინტეგრირებული სისტემების სახით.

შპს „კვადრა კონსალტინგ საქართველო“ შპს „კვადრა კონსალტინგ ჰოლანდია“-ს დობილი კომპანიაა, რომელიც 2014 წლის ბოლოს დაფუძნდა და მას შემდეგ, აქტიურად მუშაობს ISO მართვის სისტემების დანერგვის მიმართულებით ქართულ ბაზარზე. მის კლიენტებს შორისაა ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა სს „საქართველოს რკინიგზა“, სს „თელასი“, სს „თბილღვინო“ და ა.შ. შპს „კვადრა კონსალტინგ საქართველო“-ს დაარსებამდე, დაახლოებით 2002 წლიდან ქართულ ბაზარზე იგივე საქმიანობას ახორციელებდა თავად შპს „კვადრა კონსალტინგ ჰოლანდია“.

ISO სერტიფიცირება გამოადგება ფაქტიურად ნებისმიერ ბიზნეს სექტორში მოღვაწე მცირე, საშუალო თუ მსხვილ ორგანიზაციას. მიუხედავად იმისა, არის თუ არა გაწერილი დოკუმენტის სახით, ყველა ბიზნესს აქვს თავისი პროცესები და პროცედურები. ISO იძლევა იარაღს საქმიანობის, მუშაობის ამ დადგენილი წესების მეტი სტრუქტურირებისთვის. თავად კომპანია წყვეტს, თუ რა დონეზეა ამის გაკეთება საჭირო. ISO სტანდარტი იძლევა ჩარჩოს, ხოლო ორგანიზაციის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს ის.

ISO სტანდარტების მიხედვით მუშაობის მხოლოდ რამდენიმე დადებითი მხარე, სარგებელია:

1. გაუმჯობესებული კლიენტთა კმაყოფილება
2. პერსონალის ჩართულობა განაპირობებს კიდევ უფრო უკეთესი, დადებითი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას
3. დახმარება ინციდენტებსა და შეუსაბამობებთან გამკლავებაში და იმაში, თუ როგორ მოხდება მომავალში მათი პრევენცია
4. კომპანიის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება და მართვა
5. კლიენტებმა შესაძლოა უპირატესობა მიანიჭონ სერტიფიცირებულ მომწოდებელთან თანამშრომლობას

თუ გსურთ, დანერგოთ პრაქტიკული (ინტეგრირებული) მართვის სისტემა, რომელიც მორგებულია თქვენს ბიზნესს, მაგრამ, ამავე დროს, ხელს არ უშლის კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას, მაშინ თქვენ სწორი პარტნიორი ნახეთ „კვადრა კონსალტინგი“-ს სახით. ჩვენ გვაქვს მოქნილი მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია თქვენი კომპანიის მიზნებისა და ამოცანების ხელშეწყობაზე. პროცესის ყოველი ეტაპი მზადდება და ყალიბდება ერთობლივად.

მაღალი დონის სტრუქტურა (High Level Structure - HLS)

2015 წლიდან ე.წ. მაღალი დონის სტრუქტურა (HLS) ოფიციალურად მიესადაგა ISO 9001-ს და ISO 14001-ს. მსგავსი სტრუქტურის გამოყენება სხვადასხვა სტანდარტის შემთხვევაში განსხვავებული სისტემების ინტეგრირებას უწყობს ხელს (ის, რაზეც „კვადრა“ უკვე წლებია მუშაობს).

რას ნიშნავს ეს თქვენთვის და რამდენი ხნის განმავლობაში იქნება მოქმედი თქვენი ამჟამინდელი სერტიფიკატი? სერტიფიკატები, რომლებიც გაცემულია ISO 9001:2008 და ISO 14001:2004 სტანდარტებთან შესაბამისობის დასადასტურებლად, ვალიდურია ახალი ISO სტანდარტების გამოცემის ოფიციალური თარიღიდან (2015 წლის 15 სექტემბერი) სამი წლის განმავლობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ აღნიშნული ვადის გასვლამდე საკმაოდ ადრე უნდა უზრუნველყოთ ახალ სტანდარტებთან შესაბამისობა.

შეფასებები

5/5

„სს „თბილღვინო“-ს სახელით, ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ „კვადრა კონსალტინგს“ მოწოდებული საკონსულტაციო მომსახურებისთვის, პროფესიონალურად ჩატარებული სამუშაოებისთვის, რამაც, საბოლოო ჯამში, განაპირობა ჩვენი კომპანიის წარმატებული სერტიფიცირება ISO 9001:2008 და ISO 22000:2005 სტანდრტების მიხედვით.