ქეისები

T-Mobile Netherlands B.V. – Certification Achieved!

ქეისები

T-Mobile ჰოლანდია – წარმატებული სერტიფიცირება!

2017 წლის თებერვალში „კვადრა კონსალტინგ ჰოლანდია“-ს სთხოვეს მოემზადებინა შეთავაზება ISO/IEC 27001:2013-ის შესაბამისი ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის დიზაინისა და დანერგვის მიმართულებით.

„კვადრა კონსალტინგ ჰოლანდია“-მ წარმატებით გაიარა ტენდერის პროცედურა და 2017 წლის მაისიდან დაიწყო მუშაობა T-Mobile-თან ჰოლანდიაში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვაზე.

მხოლოდ რვა თვეში, „კვადრა კონსალტინგ ჰოლანდია“-მ უზრუნველყო, რომ ყველა სამუშაო შესრულებული ყოფილიყო 2018 წლის იანვრისთვის, რაც „კვადრა“-ს, როგორც საკონსულტაციო კომპანიის და კლიენტი ორგანიზაციის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი. 2018 წლის მაისში T-Mobile-მა წარმატებით გაიარა მასერტიფიცირებელი აუდიტი, შენიშვნების მინიმალური რაოდენობით, რაც განსაკუთრებით უჩვეულოა ასეთი მასშტაბური ორგანიზაციისთვის პირველადი სერტიფიცირებისას.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალზე ვამაყობთ ამ წარმატებით.

გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება? დაგვიკავშირდით ან წაიკითხეთ მეტი ამ სტანდარტზე მუშაობის ჩვენებური მიდგომის შესახებ.