დანერგვა

რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენს დასახმარებლად?

ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, გეწვიოთ ორგანიზაციაში და თქვენთან ერთად განვიხილოთ, თუ რა შეიძლება იყოს ყველაზე სწორი, შესაბამისი გადაწყვეტილება თქვენი კომპანიისთვის. მას შემდეგ, რაც შევთანხმდებით საუკეთესო მიდგომაზე, საკონსულტაციო პროექტს მიახლოებით ასეთი სახე ექნება:

საინფორმაციო ორგანიზაციის თანამშრომლებს აწვდის ინფორმაციას მართვის სისტემის შესახებ.

საწყისი განხილვები / შეფასება – კომპანიის პროცესების და ზოგადად, მისი საქმიანობის შესახებ უფრო ნათელი სურათის შესაქმნელად, ჩატარდება გასაუბრებები თითოეული სტრუქტურული დანაყოფის წარმომადგენლებთან.

მართვის სახელმძღვანელოს შექმნა – ეს სახელმძღვანელო წარმოადგენს სისტემის საფუძველს, ვინაიდან ზოგადად აღწერას, თუ როგორ უზრუნველყოფს კომპანია როგორც სტანდარტ(ებ)ის, ისე დაინტერესებულ მხარეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

რისკების ანალიზი – ყველა სტრუქტურული დანაყოფი ჩართულია კომპანიის წინაშე არსებული, მისთვის მნიშვნელოვანი რისკების (როგორც შიდა, ისე გარე წარმოშობის) შეფასებაში. აუცილებელია შესაბამისი კონტროლის ზომების არსებობა პოტენციური რისკების შესამცირებლად.

პროცედურების სახელმძღვანელოს შექმნა – ამ სახელმძღვანელოში დოკუმენტირებულია კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ყველა საოპერაციო და მენეჯმენტ პროცედურა.

შიდა აუდიტორთა ტრენინგი – დანერგილი სისტემის შენარჩუნება გაცილებით უფრო მარტივი იქნება მას შემდეგ, რაც კომპანიის თანამშრომლებს შეეძლებათ თავად ჩაატარონ შიდა აუდიტები. ეს კი შესაძლებელი გახდება ჩვენ მიერ შემოთავაზებული ტრენინგის გავლის შემდგომ. სხვანაირად რომ ვთქვათ, სისტემის რეგულარული შემოწმება უზრუველყოფს, რომ თქვენი კომპანია ყოველთვის აკეთებდეს იმას, რასაც ამბობს, რომ აკეთებს.

შიდა აუდიტი – ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოების განხორციელების შემდეგ, „კვადრა“ ჩაატარებს სისტემის სრულ შიდა აუდიტს, რომელიც მოიცავს დოკუმენტაციის გადამოწმებას, პერსონალთან გასაუბრებას და გამოსასწორებელი ზომებისა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემცველი ანგარიშის შედგენას. ანგარიში ასევე იძლევა აუდიტის შედეგების შეჯამებას და რეკომენდაციას სისტემის სერტიფიცირებასთან მიმართებაში.

გამოსასწორებელი ზომები, რომლებიც განიხილება, თანხმდება და ტარდება შიდა აუდიტის დასრულების შემდეგ.

მასერტიფიცირებელ აუდიტზე დასწრება – ჩვენ ვესწრებით პირველ მასერტიფიცირებელ აუდიტს და მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ თქვენს ორგანიზაციას ამ პროცესის განმავლობაში.

გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება? დააჭირეთ აქ ჩვენთან დასაკავშირებლად.