შიდა და მომწოდებლის აუდიტი

შიდა აუდიტები

შიდა აუდიტი ძალიან კარგი საშუალებაა იმის შესაფასებლად, თუ რამდენად მუშაობს თქვენი კომპანია როგორც საკუთარ პოლიტიკასთან, ისე შესაბამისი სტანდარტ(ებ)ის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ეს არის მართვის სისტემის პერიოდული შემოწმება (ვაკეთებთ თუ არა იმას, რასაც ვამბობთ, რომ ვაკეთებთ?). თქვენთან უკვე დანერგილია მართვის სისტემა და გსურთ შიდა აუდიტის ჩატარება? დაგვიკავშირდით ჩვენ!

მომწოდებლის აუდიტები

პრაქტიკულად ყველა ორგანიზაციას ჰყავს მომწოდებლები. მომწოდებლებთან ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მომწოდებელი გადამწყვეტი მნიშვნელობისაც კია თქვენი კომპანიის საბოლოო პროდუქტისთვის / მომსახურებისთვის. ე.წ. მომწოდებლის აუდიტის ჩატარების საშუალებით, თქვენ უკეთეს წარმოდგენას იქმნით იმაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს მომწოდებელი თქვენს მოთხოვნებსა და მოლოდინებს, ხედავთ მის ძლიერ და სუსტ მხარეებს. ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ მომწოდებლის აუდიტი თქვენ მაგივრად, რაც განაპირობებს ურთიერთობის გაუმჯობესებას თქვენსა და თქვენს მომწოდებელს შორის. სხვანაირად რომ ვთქვათ – დამატებითი ხარისხის კონტროლი თქვენი საბოლოო პროდუქტისთვის!

გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება? დააჭირეთ აქ ჩვენთან დასაკავშირებლად.