ISO 14001 – გარემოს დაცვის (ეკოლოგიური) მართვის სისტემა

გაღელვებთ ეკოლოგიური მდგომარეობა და გარემოს დაბინძურება? გსურთ, რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ მომავალი თაობებისთვის უფრო სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში?

გარემოსდაცვითი მართვის სისტემის უპირატესობები:
– გარემოსდაცვითი ეფექტურობის ყოველწლიური გაუმჯობესება.
– საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
– გარემოზე ზეგავლენის და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
– საერთაშორისოდ აღიარებული მოთხოვნები სერტიფიცირებისთვის.

ეს სტანდარტი გეხმარებათ, თქვენი ორგანიზაციის მხრიდან გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებაში. სტანდარტი ხელს უწყობს ამ მიმართულებით ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლებას როგორც თანამშრომლებს, ისე სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის. ბევრ შემთხვევაში, კომპანიები, რომლებმაც დანერგეს ISO 14001 და მოიპოვეს საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიცირება, აღქმულნი არიან, როგორც ღირებული პარტნიორები. საჯარო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად ამ სერტიფიკატის ფლობა ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა.

ბიზნესის წარმატებისთვის სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ენერგოეფექტურობა, ენერგიის მართვა, რაც გარკვეულწილად განაპირობა 2018 წლის ევროპის ენერგიის დირექტივამ (EED – European Energy Directive). მართვის სისტემა, რომელიც აკმაყოფილებს ISO 50001:2018-ის მოთხოვნებს დიდ წვლილს შეიტანს ენერგიის მოხმარების მონიტორინგსა და გაზომვაში და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.

გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება? დააჭირეთ აქ ჩვენთან დასაკავშირებლად.