ISO 22000 – HACCP (საფრთხეების ანალიზის და კრიტიკული კონტროლის წერტილების სისტემა)

ჩვენ ყველას გვინახავს და გვსმენია ძალზე უარყოფითი ისტორიები, რომლებიც უკავშირდება სურსათის უვნებლობის რისკების არასათანადო კონტროლს და შედეგად მომხდარ უბედურ შემთხვევებს. რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ორგანიზაცია აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ ყველა საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნას?

HACCP რჩება სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის განუყოფელ ნაწილად.

HACCP სისტემის დანერგვის შემთხვევაში, ხდება ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიონ სურსათის უვნებლობაზე. HACCP არ არის სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეების 100%-ით აღმოფხვრის გარანტია – ის შეიქმნა იმისთვის, რომ შეამციროს რისკები და წარმოადგენს რისკების მართვის იარაღს.

ISO 22000 ორიენტირებულია როგორც ხარისხის, კლიენტთა კმაყოფილების პროცესებზე, ისე სურსათის უვნებლობაზე ორგანიზაციის წარმოების მთელ ჯაჭვში (მაგალითად: ჯვარედინი დაბინძურება, მოწამლვა და დაბალი ხარისხი). სტანდარტი გეხმარებათ, შეინარჩუნოთ მაღალი ხარისხის სურსათის სანდო მომწოდებლის რეპუტაცია, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნას.

ამ სტანდარტის ახალი ვერსია გამოქვეყნდა 2018 წელს.

გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება? დააჭირეთ აქ ჩვენთან დასაკავშირებლად.