ISO 9001 – ხარისხი

რა არის ხარისხი?

ხარისხი ნიშნავს იმ შედეგების მიღწევას, რაც შეთანხმდა კლიენტებთან, მათი მოლოდინებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ხარისხის მართვის სისტემა სარგებლის მომტანია ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, იქნება ეს პატარა, საშუალო, თუ დიდი ზომის კომპანია. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი კლიენტი ხომ კომპანიის წარმატებისა და შედეგიანობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია!

ISO 9001 ერთ-ერთი პირველი ISO სტანდარტი იყო, რომელიც წლების განმავლობაში საფუძვლად დაედო მართვის სისტემების სხვა სტანდარტებს.

სხვა საკითხებს შორის, ეს სტანდარტი მოითხოვს შემდეგს:

– ორგანიზაციის კონტექსტის ცოდნა და გააზრება
– ლიდერობის მნიშვნელობის გააზრება
– რისკების ანალიზის განხორციელება
– დაინტერესებულ მხარეთა მიერ წამოყენებული საკითხების იდენტიფიცირება

ხარისხის მართვის სისტემა არის არა ფუფუნება, არამედ აუცილებლობა კომპანიაში მუდმივი განვითარების უზრუნველსაყოფად.

გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება? დააჭირეთ აქ ჩვენთან დასაკავშირებლად.