ISO/IEC 27001 – ინფორმაციული უსაფრთხოება

თქვენი ორგანიზაცია ფლობს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა კორპორატიული მონაცემები, კლიენტის მონაცემები ან პერსონალური მონაცემები და ვალდებულია, დააკმაყოფილოს სპეციალური საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნები? გსურთ, თავი აარიდოთ საჩივრებს, რომლებიც გამოწვეული იქნება პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევასთან? როგორ უმკლავდებით ინფორმაციის გაჟონვის ან მონაცემების დაკარგვის ფაქტებს? თვლით, რომ თქვენი თანამშრომლები საკმარისად ინფორმირებულნი არიან ამ საკითხების შესახებ?

ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს თქვენს კომპანიას, GDPR-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში, ვინაიდან პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხს მოიცავს ISO/IEC 27001.

კლიენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ კომპანიის მიერ მონაცემების სიფრთხილითა და კონფიდენციალობის დაცვით გადამუშავებას.

გსურთ შეძლოთ იმის დემონსტრირება, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები საფუძვლიანადაა დანერგილი თქვენს ორგანიზაციაში?

კონფიდენციალობა: ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ ავტორიზებული პირებისთვის.

მთლიანობა: უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინფორმაციის სისრულე და სიზუსტე.

ხელმისაწვდომობა: ზუსტი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს და მხოლოდ ავტორიზებული პერსონალისთვის.

როდესაც ფლობთ ISO/IEC 27001 სერტიფიკატს, თქვენი კლიენტები მეტად გენდობიან, რომ კომპანიაში დანერგილია შესაბამისი პროცესები და სისტემები ინფორმაციის, მონაცემების დაცულობის უზრუნველსაყოფად.

ზემოთ მოცემული კითხვებიდან ერთს ან მეტს დადებითი პასუხი გაეცით? მაშინ დროა, თქვენს ორგანიზაციაში დანერგოთ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა. ჩვენ თქვენი სანდო პარტნიორი ვართ ამ მიმართულებით, ვინაიდან ბევრ კომპანიას დავხმარებივართ წარმატებული სერტიფიცირების მიღწევაში.

გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება? დააჭირეთ აქ ჩვენთან დასაკავშირებლად.