OHSAS 18001 (გახდება ISO 45001 2017 წლის შუაში)

ძალიან ბევრია ნათქვამი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის პერსონალი. რას აკეთებს თქვენი კომპანია მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის?

OHSAS 18001 უზრუნველყოფს იმას, რომ ორგანიზაციაში იდენტიფიცირებული და ყველასთვის ცნობილი იყოს თანამშრომელთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები. სტანდარტი ითვალისწინებს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს როგორც პერსონალისთვის, ისე სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, როგორიცაა ორგანიზაციის სტუმრები და კონტრაქტორები. კომპანიის პასუხისმგებლობაა, რომ ყველა შესაბამისი მხარე ინფორმირებული იყოს ამ რისკების შესახებ.

კონტროლის ზომების დანერგვით შესაძლებელია რისკების შემცირება ან აღმოფხვრა. სტანდარტი ზრუნავს იმაზე, რომ კმაყოფილდებოდეს საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნები ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების მართვისა და შემცირების პარალელურად, რათა, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება ყველა მხარისთვის.

OHSAS-ის დანერგვის სარგებელი:
– სისტემური მიდგომა გაუმჯობესებისადმი
– მდგრადობის პოლიტიკის შემადგენელი ელემენტი
– ადეკვატური შრომის პირობების შექმნა თანამშრომელთა მოტივაციის გასაუმჯობესებლად
– გაცდენების შემცირება, რასაც აგრეთვე აქვს დადებითი ფინანსური გავლენა

– როგორც წესი, კომპანიები, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან OHSAS 18001-ის მიხედვით, ნაკლებად მოწმდებიან სახელმწიფო მარეგულირებლების მიერ
– კომპანიის იმიჯის გაუმჯობესება იმის დემონსტრირებით, თუ როგორ კმაყოფილდება ჯანმრთელობასა და უსაფრხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება? დააჭირეთ აქ ჩვენთან დასაკავშირებლად.