შპს „კვადრა კონსალტინგ საქართველო“

„კვადრა კონსალტინგ საქართველო“ - თქვენი პარტნიორი ISO სისტემების დანერგვაში!
შპს „კვადრა კონსალტინგ ჰოლანდია“ 20 წელზე მეტია ნერგავს ISO მართვის სისტემების ფართო სპექტრს. წლების მანძილზე, „კვადრა“-ს სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტის ყველა შესაძლო კომბინაცია განუხორციელებია მართვის ინტეგრირებული სისტემების სახით.
შპს „კვადრა კონსალტინგ საქართველო“ შპს „კვადრა კონსალტინგ ჰოლანდია“-ს დობილი კომპანიაა, რომელიც 2014 წლის ბოლოს დაფუძნდა და მას შემდეგ, აქტიურად მუშაობს ISO მართვის სისტემების დანერგვის მიმართულებით ქართულ ბაზარზე. მის კლიენტებს შორისაა ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა სს „საქართველოს რკინიგზა“, სს „თელასი“, სს „თბილღვინო“ და ა.შ. შპს „კვადრა კონსალტინგ საქართველო“-ს დაარსებამდე, დაახლოებით 2002 წლიდან, ქართულ ბაზარზე იგივე საქმიანობას ახორციელებდა თავად შპს „კვადრა კონსალტინგ ჰოლანდია“.
ISO სერტიფიცირება გამოადგება ფაქტიურად ნებისმიერ ბიზნეს სექტორში მოღვაწე მცირე, საშუალო თუ მსხვილ ორგანიზაციას. მიუხედავად იმისა, არის თუ არა გაწერილი დოკუმენტის სახით, ყველა ბიზნესს აქვს თავისი პროცესები და პროცედურები. ISO არის საშუალება საქმიანობის ამ დადგენილი წესების მეტი სტრუქტურირებისთვის.
ISO სტანდარტების მიხედვით მუშაობის რამდენიმე დადებითი მხარეა:

1. კლიენტთა კმაყოფილების ზრდა.
2. ერთგული და პროცესებში ჩართული თანამშრომლები, რაც დადებითად მოქმედებს სამუშაო გარემოზე.
3. საშუალებები ინციდენტებსა და შეუსაბამობებთან გამკლავებისთვის.
4. კომპანიის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება და მართვა.
5. პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მათი განმეორების პრევენცია.
6. კლიენტებმა შესაძლოა უპირატესობა მიანიჭონ სერტიფიცირებულ მომწოდებელთან თანამშრომლობას.

„კვადრა კონსალტინგი“ გეხმარებათ, დანერგოთ პრაქტიკული (ინტეგრირებული) მართვის სისტემა, რომელიც მორგებულია თქვენი კომპანიის საჭიროებებს და დადებითად აისახება მის პროცესებზე. ჩვენ გვაქვს მუშაობის მოქნილი მეთოდები და თითოეული პროექტი მაქსიმალურად მორგებულია კლიენტი ორგანიზაციის კონკრეტულ მოთხოვნებსა და მოლოდინებს.

როგორც „კვადრა კონსალტინგ ჰოლანდია“-ს, ისე „კვადრა კონსალტინგ საქართველო“-ს მართვის სისტემები სერტიფიცირებულია ორი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად: ISO 9001:2015 და ISO/IEC 27001:2013.

გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება? დააჭირეთ აქ ჩვენთან დასაკავშირებლად.

შეფასებები

5/5

„სს „თბილღვინო“-ს სახელით, ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ „კვადრა კონსალტინგს“ მოწოდებული საკონსულტაციო მომსახურებისთვის, პროფესიონალურად ჩატარებული სამუშაოებისთვის, რამაც, საბოლოო ჯამში, განაპირობა ჩვენი კომპანიის წარმატებული სერტიფიცირება ISO 9001:2008 და ISO 22000:2005 სტანდრტების მიხედვით.