ISO 45001:2018

თქვენს ორგანიზაციაში დანერგილია OHSAS 18001:2007? ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ახალ სტანდარტზე ISO 45001:2018 გადასვლაში და სრული შესაბამისობის შენარჩუნებაში.

ასევე შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენს ორგანიზაციაში უკვე არსებულ მართვის სისტემაში შრომის უსაფრთხოების ახალი სტანდარტის ინტეგრირების მიმართულებით.

ძალიან ბევრი თქმულა ორგანიზაციისთვის თანამშრომლების მნიშვნელობაზე. რას აკეთებს თქვენი კომპანია მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის?

ISO 45001 უზრუნველყოფს იმას, რომ ორგანიზაციაში იდენტიფიცირებული და ყველასთვის ცნობილი იყოს თანამშრომელთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები. სტანდარტი ითვალისწინებს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს როგორც პერსონალისთვის, ისე სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, როგორიცაა ორგანიზაციის სტუმრები და კონტრაქტორები. კომპანიის პასუხისმგებლობაა, რომ ყველა შესაბამისი მხარე ინფორმირებული იყოს ამ რისკების შესახებ.

კონტროლის ზომების დანერგვით შესაძლებელია რისკების შემცირება ან აღმოფხვრა. სტანდარტი ზრუნავს იმაზე, რომ კმაყოფილდებოდეს საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნები ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების მართვისა და შემცირების პარალელურად, რათა, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება ყველა მხარისთვის.

ISO 45001-ის დანერგვის სარგებელი:
– სისტემური მიდგომა გაუმჯობესებისადმი.
– მდგრადობის პოლიტიკის შემადგენელი ელემენტი.
– ადეკვატური შრომის პირობების შექმნა თანამშრომელთა მოტივაციის გასაუმჯობესებლად.
– გაცდენების შემცირება, რასაც აგრეთვე აქვს დადებითი ფინანსური გავლენა.

– როგორც წესი, კომპანიები, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან ISO 45001-ის მიხედვით, ნაკლებად მოწმდებიან სახელმწიფო მარეგულირებლების მიერ.
– კომპანიის იმიჯის გაუმჯობესება იმის დემონსტრირებით, თუ როგორ კმაყოფილდება ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება? დააჭირეთ აქ ჩვენთან დასაკავშირებლად.